Sunday, July 22, 2012

სასწავლო პროექტი


                          ნატო ბაბლუანი
პროექტის სახელწოდება:“რწმენა და მისი როლი ადამიანის პიროვნულ განვითარებაში“
1 პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებს ეცოდინებათ,რას წარმოადგენს ადამიანი და რა როლი აქვს რელიგიას მის ცხოვრებაში.
2პროექტის აქტუალობა:შესწავლილი მასალა აქციონ მათ ირგვლივ მცხოვრები ადამიანების მაგალითად დადასახონ მისი ცხოვრებაში გამოყენების გზები.
3პროექტის მიზნები: ცოდნა რელიგიის კულტურისა,გაგება და გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
4 მონაწილეთა ასაკი:16 წელი
5 ვადები:2 კვირა
6მოსალოდნელი შედეგი:აღნიშნუილი ინფორმაციის გაცნობისა დაშესწავლის შემდეგ მოხდება მოსახლეობის ინფორმირება და მისი ცხოვრებაში გამოყენება.
7 პროექტისთვის საჭირო რესურსი: კომპიუტერი,წიგნები,რვეულები,კალმები,თაბახის ფურცლები,დაფა ცარცი.
8 საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:მოსწავლეები იძიებენ ისტ-იდან ინფორმაციას: მსოფლიო რელიგიის  კულტურებზე,იხილავენ ისტორიიდან,ლიტერატურიდან,სამოქალაქო განათლებიდან ადამინის განვითარებას და ახდენენ ურთიერთკავშირს.
9პროექტის ხელმძღვანელი ნატო ბაბლუანი
                                       მსვლელობა
კლასს სანამ აღნიშნულ თემაზე დაიწყებს მუშაობას,წავიყვან ექსკურსიაზე თბილისში, სადაც მოვინახულებთ როგორც ქრისტიანულ ისე სხვა სარწმუნოების სალოცავ ძეგლებს,რათა უფრო ადვილად ჩაწვდნენ იმას  თუ რისი მიღწევა სურს მასწავლებელს ამ პრობლემის გადაჭრით.
კლასს სამოქალაქოდან შესწავლილი აქვს თუ ვინ არის ადამიანი,როგორ ხდება მისი დაბადება,ზრდა,განვითარება და მისი პიროვნული ჩამოყალიბება.აგრეთვე ისტორიიდან მოვიძიებთ ინფორმაციას რელიგიებზე,მოვახდენთ ლითერატურიდან მოყვანილი  მასალის სამოქალაქოს გაკვეთილებზე შესწავლას,მოვიძიებთ ისტ-იდან მსოფლიო რელიგიასა და კულტურაზე დამატებით ინფორმაციებს,რათა მოსწავლეებმა ადვილად შეძლონ პროექტის განხორციელება.
დავანაწილოთ კლასი წყვილებად (კლასში მყავს 6 მოსწავლე)თითო წყვილს მივცემ თითო სამუშაოს:
1წყვილი „ჟურნალისტები"
2წყვილი“მაძიებლები“
3წყვილი“ინფორმაციის მიმწოდებლები“
წყვილები მუშაობის პროცესში ახდენენ მასწავლებელთან სარეკომენდაციო შეხვედრებს.
გაკვეთილს ვიწყებთ მისალმებით და გაკვეთილის მიზნის განმარტებით.საკითხის წარდგენას იწყებენ „ჟურნალისტები“ისინი საუბრობენ შედეგზე:თუ როგორ შეხვდნენ მოსახლეობას,რაზე იქნა გამახვილებული ყურადღება,იყო თუ არა პრობლემა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოსაწონი არის თუ არა მოსახლეობისთვის ამ პრობლემის გადაჭრა და განხორციელება.
„მაძიებლებმა“ მოგვაწოდეს ინფორმაცია თემაზე“რელიგია და ადამიანი“ სადაც მოსწავლეებმა დასახეს რელიგიისა და კულტურის რაობა და მისი გამოყენების გზები.
„ინფორმაციის მომწოდებლებმა“მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე
შექმნეს პატარა ბუკლეტები,სკოლაში არსებული ქსერო ასლის საშუალებით, დაურიგეს მოსახლეობას მოახდინეს მისი გაკვეთილზე წარდგენა.
წყვილებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ახალმა თაობამ იცის თავისუფლების არსის, იცის რომ ადამიანი იბადება თავისუფალი, საკუთარი უფლებებითა და მეობით. მიუხედავად სხვადასხვა რწმენისა და აღმსარებლობისა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს და გაიხადონ ცხოვრების მეგზურად.
მასწავლებელი მოსწავლეებს ეხმარება რეგლამენტის დაცვაში და ბოლოს ახდენს შეჯამებას.
დასასრულისთვის მოსწავლეებს ვთხოვ თემასთან დაკავშირებით გამოუშვან კედლის გაზეთი.